|
2019-10-16 19:31:17, 1765 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე: რომელიმე მაღალჩინოსანმა უნა დაარწმუნოს ინვესტორები, რომ სახელმწიფო ელოდებათ ანაკლიაში - ეს არის ბოლო შანსი
„ანაკლიის პორტის პროექტის გაგრძელების ერთ-ერთი გამოსავალია, მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანმა აიღოს მანდატი, გადაფრინდეს ლონდონში, იმ კომპანიასთან, რომელიც ჩვენ შემოვიყვანეთ, ასევე ნიუ-იორკში, ჰოლანდიაში და დაარწმუნოს ეს კომპანიები, რომ სახელმწიფო მზად არის და ელოდება მათ ანაკლიაში“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს არის ბოლო შანსი, რომ ანაკლიის პროექტი გაგრძელდეს. „დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პრესკონფერენციაზე „ანაკლიის კორპორაციის“ მიმართ ვადების გაგრძელებასთან დაკავშირებით. მე მინდა, გითხრათ, რომ ეს არის მორიგი ტყუილი, რამეთუ ვადა უკვე გაგრძელებული იყო 31 დეკემბრამდე და არანაირი ახალი ვადის გაგრძელება არ მომხდარა. ეს არის მოსახლეობის და ანაკლიის გულშემატკივრების შეცდომაში შეყვანა, რომელსაც უკვე წელიწადნახევარია ჩვენი ხელისუფლება, მისი სხვადასხვა უწყება ასე ინტენსიურად აკეთებს. 15 ოქტომბერი იყო ვადა ინვესტორების წარდგენის. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მაყურებელს, რომ მე პირადად, ბადრი ჯაფარიძემ, შეგნებულად დავტოვეთ კომპანია სექტემბერში, რომ ჩამოვცილებოდით და ხელი შეგვეწყო კომპანიის ახალი სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორებისა და სახელმწიფოს შორის ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებას პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე და იცით, რომ პროექტი არის სახელმწიფოებრივი, ეროვნული მნიშვნელობის. სამწუხაროდ, გუშინ მოისმინეთ, რომ არათუ კონსტრუქციული დიალოგით, არამედ პრაქტიკულად ინვესტორების გაყრა მოხდა და შესაბამისად, ეს ნარატივი, რომ სახელმწიფო კიდევ ერთხელ აგრძელებს ვადას, არის ზუსტად იმ სცენარის გამეორება, რომელსაც ისინი პერიოდულად მიმართავენ. თითქოს ინვესტიცია ვერ მოვიტანეთ და თითქოს სახელმწიფო აქედან გამომდინარე ვადას აგრძელებს, არ შეესაბამება სიმართლეს. "მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო და მოვუწოდო ხელისუფლებას, ანაკლია, საუკუნის პროექტი, ჩვენი ეროვნული ინტერესების პროექტი, თუ გვინდა რომ გამოვიდეს, გადავდოთ გვერდზე ნებისმიერი ამბიცია. გამოსავალი აქედან არის ერთადერთი – მთავრობამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო არის გაუარესებული. არათუ გაუარესებული, ციფრებით თუ შევხედავთ, 54 პროცენტი არის ვარდნა წლევანდელ წელს საგარეო ინვესტიციებისა ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, დასკვნა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ მას საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები არ და ვერ ენდობიან. ერთ-ერთი გამოსავალია, რომ მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანმა აიღოს მანდატი მთავრობის კაბინეტისგან, დაიწეროს სერიოზული წერილი, ჩაჯდეს თვითმფრინავში, გადაფრინდეს ლონდონში, იმ კომპანიასთან, რომელიც შემოვიყვანეთ, შემდეგ ნიუ იორკში მეორე კომპანიასთან, რომელსაც ვერ აღირსეს ვერანაირი კომფორტის წერილი, რომ მათ მიესალმებიან საქართველოში, შეხვდეს მათ ხელმძღვანელობას. ამის ორგანიზებას ჩვენ გავუკეთებთ, გაიაროს ჰოლანდიასა და გერმანიაში, ორ ინვესტორ ბანკთან, რომელიც ასევე მზად იყო ჯერ კიდევ იანვარში, ფული ჩაედო ანაკლიაში და იანვარშივე დაგვეხურა ფინანსურად ეს პროექტი. გადასცეს ოფიციალურად მთავრობის სახელით ეს წერილი, დაარწმუნონ ისინი, რომ სახელმწიფო მზად არის და ელოდება მათ საქართველოსა და კონკრეტულად ანაკლიაში ინვესტიციის განსახორციელებლად. ეს იქნება ზუსტი, მკაფიო გამოხატულება მათი პოზიციისა, მთავრობა მაქვს მხედველობაში. ეს არის ბოლო შანსი, რომ გადავარჩინოთ ეს პროექტი გაჩერებას“, - განაცხადა ხაზარაძემ. მისივე თქმით, ნებისმიერი სხვა განცხადება, იქნება მიღებული როგორც მორიგი ცრუ დაპირება და მიზეზის ძებნა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კომპანიამ ჩამოიყვანა და მზადყოფნაში ჰყავს რამდენიმე და არა ორი, საერთაშორისო დონის ინვესტორი, რომელიც მზად არის, განახორციელოს და დაამთავროს ანაკლიის პროექტი. ბანკებთან დარჩენილი იყო ერთი საკითხი – ის ნარატივი, რომელიც მათ მოიგონეს, თითქოს გადასახადის გადამხდელთა ფულით ხდებოდა და ხდება ანაკლიის სახემწიფოს მხრიდან რაღაც გარანტიების გაცემა, არის ტყუილი, ესეც მათი მოგონილია. თუ წაიკითხავთ, შემოთავაზებაში მსგავსი არაფერი ეწერა. შესაბამისად, გამოსავალი არის ეს, მკაცრად ჩამოყალიბებული პოზიცია მინისტრთა კაბინეტის, ხელმოწერილი, მათი წარმომადგენელის გამგზავრება. არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო ვინმეს, მაგრამ თუ ბილეთის პრობლემაა, ჩვენ გავუკეთებთ ამის ორგანიზებას მათ გადაფრენას და შემდგომ მათ ჩამოყვანას საქართველოში. რაც შეეხება ყველა იმ სატელევიზიო გაცვლა-გამოცვლას ჩვენი და სახელმწიფოს მხრიდან, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს საკმაოდ სერიოზულ, ჩვენი მომავლის პროექტთან. საქმე არ ეხება მამუკა ხაზარაძეს. მე აღარ წარმოვადგენ კომპანიას. ჩვენი აქციები გადაცემულია ტრასტში. დღემდე ჩადებულია 75 მილიონი დოლარი და დაკონტრაქტებულია მშენებელი, „ჰიუნდაი“, ჩინური კომპანია. ყველა მზად არის, რომ პროექტი დაიწყოს. გუნდი მზად არის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად, შესაბამისად, მოდით, ნუ გადავაყოლებთ ჩვენს მომავალს, ჩვენი ეროვნული ინტერესების საქმეს ამ სატელევიზიო გაცვლა-გამოცვლას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)