11:40 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 11:08:45, 1204 ნახვა

სამართალი
ლილუაშვილი - სუს-მა უკიდურესად შეამცირა ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და მათი გავლენები

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა   მინიმუმამდე დაიყვანა უცხოელი ტერორისტი მებრძოლებისა და ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ ქვეყნის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობები“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო აქტიური წევრი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციისა, სადაც წარმოდგენილი არიან გიგანტი სახელმწიფოები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ებრძვიან ტერორიზმს.

„კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ე.წ. ისლამური სახელმწიფო. მოგახსენებთ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო წავიდა დასუსტებისკენ, დაკარგა ბევრი მებრძოლი და აქტიური ღონისძიებებიდან გადავიდა შეფარულ მოქმედებებზე, რაც გამოიხატება წერტილოვანი ტერაქტების მოწყობაში. თუმცა ეს არ იძლევა დამშვიდების საშუალებას, ვინაიდან კარგად მოგეხსენებათ წინა დღეებში განვითარებული მოვლენები ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე სადაც მნიშვნელოვანი დისონანსის შეტანა მოხდა ამ კოალიციის საქმიანობის წარმატებით წარმართვაში და წარმოიშვა გარკვეულწილად რისკები იმისა, რომ დაკავების ადგილებიდან და ლტოლვილთა ბანაკებიდან შესაძლებელია თავისუფალ სივრცეში მოხვდნენ ძველი მებრძოლები და მათი ოჯახის წევრები, რაც თავისთავად ქმნის ახალ რეალობას და ახალ გამოწვევას, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურისთვის.

აღნიშნულთან დაკავშირებით  მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის ინფორმაციული უზრუნველყოფის კუთხითაც, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, თუმცა მცირე ნაწილი  მონაწილეობას იღებდა მიმდინარე ღონისძიებებში სირიის ტერიტორიაზე და ჩვენ ჩვენი მხრივ მაქსიმალურად ვცდილობთ სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ კოალიციას ტერორიზმთან ბრძოლის მიმართლდებით.

ასევე, შესაძლებლობებს არ კარგავენ ტერორისტული ორგანიზაციები „თალიბანი“ და „ალ ქაიდა“. მეტიც, ბოლო პერიოდში ავღანეთში შეინიშნება „თალიბანის“ პოზიციების გაძლიერება, რაც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ მშვიდობას და უპირველეს ყოვლისა ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს თავდაცვის ძალებს.

მსოფლიოში არსებული არნახული ტერორისტული აქტივობის ფონზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით, ასევე საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით უკიდურესად შეამცირა საქართველოში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და მათი გავლენები; მინიმუმამდე დაიყვანა უცხოელი ტერორისტი მებრძოლებისა და ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ ქვეყნის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავიდან აიცილა ტერორისტული თავდასხმის ფაქტიურად გარდაუვალი საფრთხეები“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან ბრძოლის სფეროში, როგორც საქართველოს, ისე ბევრად უფრო დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას უწყებათაშორისი კოორდინაციისა და სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესება წარმოადგენს.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი უწყების აქტიური ჩართულობით, სხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობით შემუშავდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს 2019-2021 წლების ეროვნული სტრატეგია, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს ხედვას ტერორიზმისა და ექსტრემიზმის  წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

აღნიშნულ დოკუმენტს დიდი შეფასება მისცა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ვინც თვალს ადევნებდა მუშა პროცესს. აღნიშნული  სტრატეგიით სახელმწიფომ მნიშვნელოვნად გადახედა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს, რის შედეგადაც სამართალდაცვითი და დევნის განმახორციელებელი ფუნქციები პრევენციული მიდგომებით დაბალანსდა.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია მოითხოვს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის ერთობლივ ძალისხმევას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ტერორიზმი, ექსტრემიზმი და რადიკალიზაცია არის ფენომენი, რომელიც საზრდოობს სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის არსებული დაპირისპირებით.

გასულ წელს საქართველოში იმყოფებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორატის დელეგაცია, რომელთა ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა  ქვეყნის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების შესრულების მონიტორინგი.  დირექტორატმა დადებითად შეაფასა საქართველოს უწყვეტი ძალისხმევა ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც გამოიხატა მათ მიერ დადებულ შეფასებებში“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე: კობახიძეს რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics