|
2019-10-15 18:54:02, 1791 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - აგრო ტურიზმის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა
„აგრო ტურიზმი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და აუცილებელია სამომავლოდ ერთიანი ძალებით მისი იდენტიფიცირება, პოპულარიზაცია და განვითარება. მნიშვნელოვანია მდიდარი სასოფლო-სამეურნეო რესურსების მდგრადი გამოყენება, მეტი ოჯახის დაინტერესება და აქტიური ჩართულობა ამ ბიზნესში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომელზეც საქართველოში აგრო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN Women ორგანიზებით გაიმართა. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და სწრაფად მზარდი სექტორია. „ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ კერძო ინიციატივებს, რათა მათ განავითარონ არსებული და შექმნან ახალი ტურისტული პროდუქტები. გარდა ამისა, ჩვენი ტურისტული სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვა და ექსკლუზიური და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება. ერთ-ერთ ასეთ ტურისტულ მიმართულებად აგრო ტურიზმი განიხილება, სადაც ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. მისი თქმით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ასევე, მომსახურების გასაუმჯობესებლად, რეგიონებში ტრენინგები სისტემატურად ტარდება. „აგრო ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მკაფიო კოორდინაცია როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის, ისე სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროგრამებს შორის, რათა უფრო მიზნობრივი, ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული გახდეს ხელშეწყობა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილის განცხადებით, თავისი შინაარსის მიხედვით და საქართველოში არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით აგრო ტურიზმი ნამდვილად არის ძალიან მაღალი ინკლუზიურობის მატარებელი, მისი განვითარება რეალურად მისცემს რეგიონებში მოსახლეობის ფართო მასებს შესაძლებლობას, ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში.
აშშ-ის არმიის მინისტრმა თანამდებობა ჰეგსეთთან კონფლიქტის გამო დატოვა - CNN
დღეიდან, საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმება, პორტატული მოწყობილობით განხორციელდება
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
საქართველოში მყოფ საერთაშორისო სტუდენტებს მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნის დამტკიცება
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)