09:17 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-15 10:46:41, 3237 ნახვა

მსოფლიო
ამერიკამ თურქეთს სანქციები დაუწესა

სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

განცხადების თანახმად, სასანქციო სიაში თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები მოხვდნენ. გარდა ამისა, სიაში ასევე არიან ხსენებული უწყებების ხელმძღავენელბი და აგრეთვე, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი. 

მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ  თურქეთთან სავაჭრო მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ შეწყდება. მისივე თქმით, მომავალში შეზღუდვები შესაძლოა ფინანსურ სექტორსა და ვიზის გაცემასაც შეეხოს.

ცნობისთვის, თურქეთმა სირიაში სამხედრო მოქმედებები დაიწყო. ამის გამო, ამერიკამ სირიიდან საკუთარი სამხედროები გაიყვანა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics