|
2019-10-14 18:55:09, 2202 ნახვა
ეკონომიკა
ქართული პროდუქცია იაპონიაში ექპორტზე გავიდა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანიის „Eshvi Kids” მიერ წარმოებული საბავშვო ტანსაცმელი იაპონიაში ექსპორტზე გავიდა. კომპანიამ „Eshvi Kids” იაპონურ კომპანიასთან „Roherman” ბიზნესკავშირები საერთაშორისო გამოფენაზე „Pitti Bimbo” დაამყარა. ზემოხსენებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაღაზიაა არა მხოლოდ იაპონიის, არამედ აშშ-ს მასშტაბითაც. გამოფენა „Pitti Bimbo” 2019 წლის ივნისის თვეში, ქ. ფლორენციაში გაიმართა, სადაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, აღნიშნულ კომპანიასთან ერთად, კიდევ სამი ქართული კომპანია „ჟირაფი“, „ანცი“ და „სპილოუ“ იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)