2019-10-14 14:24:42, 2766 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა
პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“ გაიმარჯვა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა ხმების 40%-ზე მეტი დააგროვა, რაც პარლამენტის ქვედა პალატაში უმრავლესობის გასაზრდელად საკმარისია.
მედიის ცნობით, მმართველი გუნდის მთავარმა კონკურენტმა, „ცენტრალისტულმა სამოქალაქო კოალიციამ“ ხმების მეოთხედი ნაწილი მიიღო.
„ჩვენ გამარჯვება მოვიპოვეთ, ჩვენ წინ გვაქვს 4-წლიანი მძიმე შრომა. პოლონეთი უფრო მეტად უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ“, - განცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ, ვარშავაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,