18:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-14 12:33:34, 1936 ნახვა

კომენტარი
დავით ბაქრაძე: საქართველოში ხელისუფლების შეცვლას არ უნდა მოჰყვეს შურისძიება

„ჩვენი პოლიტიკური განაცხადია, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას არ უნდა მოჰყვეს შურისძიება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მისი პარტიის მიზანი არა ვინმეს დასჯა, არამედ კანონის უზენაესობაა.

„ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაც აუცილებლად მოხდება, მათ არ ემუქრებათ ხიფათი, არ ემუქრებათ არასტაბილურობა და შურისძიების ახალი ტალღა, როგორც ეს იყო 2012 წელს. ეს არ ნიშნავს, რომ კანონის მოთხოვნები იქნება უგულვებელყოფილი, კანონი ყველასთვის დაცული იქნება. ადამიანებს პასუხი მოეთხოვება ჩადენილი უკანონობებისთვის, მაგრამ განსხვავება შურისძიებასა და კანონის უზენაესობას შორის გახლავთ ეს, რომ კანონის უზენაესობის პირობებში დაცულია კანონი, ხოლო შურისძიების პირობებში დგება იმ ადამიანების სია, ვის მიმართაც უნდა მოიძებნოს დარღვევა და წავიდეს ციხეში, როგორც ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ხალხი გადაწყვეტს, რა ურჩევნია - კანონის უზენაესობა, თუ შურისძების ახალი ტალღა.

​„მთავარი განსხვავება გახლავთ ის, რომ ჩვენ არ ვადგენთ შურის საძიებელი ადამიანების სიას, ჩვენ არ ვადგენთ სიას, ვინ უნდა დაისაჯოს ხელისუფლების შეცვლის მერე. არავის დასჯა არ არის ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი იყოს მშვიდად, მაგრამ რა თქმა უნდა, კანონის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა - ეს არის კანონის უზენაესობის ნაწილი. არჩევანი, რომელი ურჩევნია ამომრჩეველს, კანონის უზენაესობა, თუ შურისძიების ახალი ტალღა, ეს არჩევანი გააკეთოს ქვეყნის მოსახლეობამ“, - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics