18:35 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-12 13:08:13, 3590 ნახვა

კომენტარი
არჩვაძე: რეიტინგის გაუმჯობესება ბოლო წლებში ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურებაა

“სარეიტინგო კომპანიამ „S&P“-მა, რომელიც დაკავებულია ფინანსური ბაზრების ანალიტიკური კვლევებით, გამოაქვეყნა მსოფლიო ქვეყნების სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, სადაც საქართველოს მდგომარეობა ერთი ბიჯით, „BB-„-დან „BB“-მდეა გააუმჯობესებული. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რეიტინგების გაუმჯობესება მოხდა  მაშინ, როდესაც არც ერთ ჩვენს სახმელეთო მეზობელს არ აქვს კრიზისამდელ  პერიოდთან შედარებით უკეთესი რეიტინგი. ეს ნიშნავს, რომ ხსენებული საერთაშორისო სარეიტინგო  სააგენტო არა მარტო დადებითად აფასებს ქვეყნის ამჟამინდელ განვითარების შედგებს, არამედ ოპტიმისტურად აფასებს მის მომავალს შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით,“ - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ „S&P“- ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის კომენტირებისას განაცხადა. 

ექსპერტის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სააგენტო დასკვნებს აკეთებს არა მყისიერი, კონიუნქტურული, არამედ სისტემური შედეგების, შედარებით ხანგრძლივი დაკვირვების  ფონზე, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს არის ბოლო წლებში ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურება.

„ეკონომიკის ზრდის ასეთი მაღალი ტემპები ვერ იქნებოდა მიღწეული, რომ არა მთავრობის მიერ გატარებული ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება ქვეყნის ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას, ეკონომიკური პოტენციალისა და ექსპორტის ზრდას, ინფრასტრუქტურის გაფართოებას საკუთარი და გარედან მოზიდული ინვესტიციების ხარჯზე“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

მისი თქმით, ბოლო წლებში გატარებული რეფორმები სექტორალურ და ფუნქციონალურ ჭრილში (მიწის რეფორმა, საპენსიო რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევა, დაწყებული განათლების  რეფორმა, ფაქტობრივად პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარე საგადასახადო რეფორმა და ა.შ.), ასევე უნდა მივიჩნოთ სარეიტინგო სააგენტოს მიერ საქართველოზე ზემოხსენებული პოზიტიური ვერდიქტის ჩამოყალიბებში.

„ამავე დროს, საქართველოს ეკონომიკამ გამომაჟღავნა საკმარისი მედეგობა გარე რისკებისა და ფორს-მაჟორული გარემოებებისადმი (რუსეთთან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტა და ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება შუა სეზონის დროს). აღნიშნული გარემოებით მიღებული ეკონომიკური ზარალი თავდაპირველ გაანგარიშებებთან შედარებით საგრძნობლად ნაკლები გამოვიდა, რამაც, ვფქირობ, ასევე გავლენა მოახდინა სააგენტოს მიერ საქართველოსათვის სარეიტინგო შეფასების დადგენაში.  შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკაში უკვე დაგროვილია საკმარისად დიდი მოცულობის პოზიტიური კუმულატიური მუხტი, რომელიც შუმჩნეველი არ დარჩენია ავტორიტეტულ საერთაშორისო სააგენტოს და რომელიც კიდევ უფრო შესამჩნევი და გადამწყვეტი იქნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საზოგადოებრივი და ინდივიდუალური კეთილდღეობის ამაღლებაში“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics