|
2019-10-12 13:04:03, 3587 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც შეძლო რთულ პერიოდში წინსვლა საკრედიტო რეიტინგებში
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ამჟღავნებს მდგრადობას საგარეო და რეგიონული შოკების მიმართ. მისი თქმით, ბოლო წლებში რეგიონში არსებული კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, რეიტინგების შემცირების ტენდენციაა და აღნიშნულ პერიოდში, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც შეძლო ამ რთულ პერიოდში წინსვლა საკრედიტო რეიტინგებში. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ასევე საინტერესოა როგორ უყურებს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P Global Ratings ქვეყნის მომავალს 2019-2022 წლების მონაკვეთში და ამბობს, რომ საქართველოს ექნება ყველაზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონულ მეზობლებთან შედარებით. „სააგენტო მიესალმება იმ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ვახორციელებთ, მათ შორისაა, განათლების რეფორმა, საპენსიო რეფორმა, მიწის რეფორმა, საგადასახადო რეფორმა, სადაც აღნიშნულია დღგ-ის დაბრუნების თემა. სააგენტო მიუთითებს, რომ მიუხედავად ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენებსა, რაც უკავშირდებოდა ზაფხულში , ტურიზმთან დაკავშირებით პრობლემებს, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მყარია", - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P Global Ratings"-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)