|
2019-10-12 10:44:45, 3584 ნახვა
სამართალი
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ. ამჯერად, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მინდია დავითაძემ და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის სამმართველოში გამართეს. 25-მდე გამომძიებელი და უბნის ინსპექტორი მონაწილეობდა შეხვედრაში, სადაც კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით იმსჯელეს აღნიშნულ რეგიონში გამოძიებისა და სამართალწარმოების პროცესში არსებულ გამოწვევებზე, ტენდენციებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე. მხარეებმა გამომძიებელთა შესაძლებლობების გაძლიერებისა და გამოძიების ხარისხის გაზრდის მიზნით სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამომძიებლებს სამომავლო გეგმების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საგამოძიებო რეფორმის წარმატებით განხორციელებისა და გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით მნიშვნელოვანია უწყების შიგნით გამოძიების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა, რომელიც გამოძიების ხარვეზების იდენტიფიცირებასა და მათ დროულად აღმოფხვრას უზრუნველყოფს. მსგავსი სახის შეხვედრები ეტაპობრივად ყველა ტერიტორიულ ერთეულში გაიმართება.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)