|
2019-10-11 16:41:37, 4377 ნახვა
ეკონომიკა
საშა ტერნესი - ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ასეთი მიდგომით ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარებას
„დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესგაერთიანების ყველა წევრმა გამოვთქვით შეხედულებები, თუ სად ვხედავთ გაუმჯობესების საჭიროებას და რას უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება. მინისტრი ძალიან დაინტერესდა აღნიშნულით და დაგვპირდა, რომ შეისწავლის ამ საკითხებს და შემდეგ შეხვედრებზე მათ კიდევ მივუბრუნდებით. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ასეთი მიდგომით ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას“, - ამის შესახებ გერმანიის ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, საშა ტერნესმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის ნათია თურნავას ბიზნესგაერთიანებებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ძალიან კმაყოფილი ვარ შეხვედრით. თუ ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ბიზნესგარემო, ეს ნამდვილად დადებითად იმოქმედებს ქვეყანასა და მის განვითარებაზე," - განაცხადა საშა ტერნესმა. აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს მსხვილი ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელები დაესწრნენ, სადაც იმსჯელეს არსებული ბიზნესგარემოსა და გამოწვევების შესახებ. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალში დარგობრივ ჭრილშიც გაიმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)