13:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 14:27:44, 3555 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე ლევან გოგიჩაიშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებებს ეხმაურება.

როგორც ერემაძე აცხადებს, გოგიჩაშვილმა საზოგადოებას მის შესახებ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა.

„პოლიტიკოსების მხრიდან არაკორექტული გამონათქვამები, თავდასხმები არაერთხელ დამიტოვებია პასუხის გარეშე მხოლოდ და მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების, როგორც უზენაესი ღირებულებისადმი ფრთხილი დამოკიდებულების, მოსამართლედ მუშაობისას თმენის ვალდებულების და საკუთარი თავისადმი პატივისცემის მიზეზით. ვიცოდი, რომ ასეთი იყო  ჩემი და ჩემი კოლეგების გადაწყვეტილებების ფასი, გადაწყვეტილებებისა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობით საკითხები გადაწყდა ადამიანის უფლებების სასარგებლოდ, რასაც, სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლება ძალიან მტკივნეულად აღიქვავდა, უფრო სწორად, ისე აღიქვავდა და გამოხატავდა, როგორც ესმოდა და შეეძლო.

თუმცა, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბატონი ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას (რომელიც გააკეთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან - ზაზა თავაძესთნ გასაუბრების დროს), რადგან ის, დეპუტატის მოსაზრებების გარდა, ფაქტობრივი გარემოებების აღწერის მცდელობასაც ეფუძნებოდა.

ბატონო ლევან, რაკიღა მიეცით თავს უფლება, ასე უხეშად და უაპელაციოდ შემხებოდით, იძულებული ვარ აგიხსნათ, რომ საზოგადოებას მიაწოდეთ მცდარი, არასწორი  ინფორმაცია, თითოეული წინადადება/ფრაზა იმდენად არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რომ თქვენი თხრობის დასასრულს გამაოგნებელი იყო საკუთარი სახელის და გვარის გაგონება.

გასაკვირია და დასანანიც, რომ „სამართლიანობის აღდგენისთვის“ მებრძოლმა დეპუტატმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის (ზაზა თავაძის)  დასაკავებელ თანამდებობასთან ადეკვატურობის შემოწმებისას, მის ერთადერთ ან მთავარ მინუსად, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემთან ერთად მუშაობის „სამარცხვინო“ წლები მიიჩნიეთ, რადგან გამორიცხეთ „ჩემნაირი მორალის“ მქონე მოსამართლისადმი მოსარჩელეების პოტენციური ნდობის შესაძლებლობა.

გავკადნიერდები და გეტყვით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის 10 წლის მანძილზე, აბსოლუტურად ყველა, თითოეულ საქმეზე დაუღალავად და უდიდესი სიამოვნებით ვშრომობდი ადამიანის უფლებებისთვის, ამასთან მქონდა მყარი განცდა, რწმენა, რომ სწორედ ამ გზით ვიბრძოდი საკუთარი თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, პროფესიისთვის.

მინდა მჯეროდეს, რომ გულწრფელი ხართ სამართლიანობისთვის ბრძოლაში. უყოყმანოდ გისურვებთ წარმატებებს ამ გზაზე, რადგან როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კვალიფიციური სასამართლო ყველაზე ფუნდამენტურ საკითხად მიმაჩნია თითოეული ჩვენგანის თავისუფალი, თამამი, ლაღი განვითარებისთვის.

ოღონდაც დამოუკიდებლობას ნუ ეძებთ მონობაში და ნურც წესიერებას შეამოწმებთ უწესობით, რადგან კვლავ გაწბილდებით, რასაც ნამდვილად ვერ გისურვებთ“, - ნათქვამია ქეთევან ერემაძის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics