18:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 13:48:51, 2942 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: არ ვეთანხმებით პროკურორის მოთხოვნას, ილია ჯიშკარიანისთვის გირაოს შეფარდებაზე

თამთა თოდაძის ადვოკატის, თამარ ლუკავას განცხადებით, დაზარალებულის მხარე, პროკურორის მიერ მოთხოვნილ შუამდგომლობას გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება. 

ადვოკატის განმარტებით, არსებობს ეჭვი, რომ დაზარალებულის მოთხოვნა არ იქნება გათვალისწინებული, ვინაიდან ბრალდებული ილია ჯიშკარიანი დეპუტატის თანამდებობას იკავებს.

„დღეს ჩვენ მივმართეთ წერილობით მთავარ პროკურორს და მოვითხოვეთ პირად კონტროლზე აიყვანოს სისხლის სამართლის საქმე, ასევე მივუთითეთ იმ მტკიცებულებთან დაკავშირებით, რომლებიც დევს და ცხადყობს, რომ ბრალდებული ილია ჯიშკარიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოწმეზე ზემოქმედების მცდელობასა და მტკიცებულებების განადგურებას, შესაბამისად არ ვეთანხმებით პროკურორის მიერ მოთხოვნილ შუამდგომლობას გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით, ჩვენ ცალსახად ვითხოვთ პატიმრობის შეფარდებას. გვაქვს, საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ჩვენ შემთვევაში არ იქნა გათვალისწინებული დაზარალებულის მოთხოვნა, შერჩევითი სამართლის პრინციპით, ვინაიდან მას აქვს მაღალი თანამდებობა და ის არის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი", - განაცხადა ავოკატმა. 

გარდა ამისა, ლუკავას განცხადებით, ილია ჯიშკარიანს არ აქვს ისეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ მისთვის პატიმრობის შეფარება არ შეიძლებოდეს.

„წერილობით მოვითხოვეთ, გამოითხოვოს პროკურატურამ ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული მასალები, ვინაიდან ჩვენ სატელევიზიო სიუჟეტებში ვნახეთ, როგორ საუბრობს ილია ჯიშკარიანი ინტერვიუში. მას არ აქვს ისეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა,რაც ჩანს სიუჟეტში, რომ არ შეიძლებოდეს მისთვის პატიმრობის შეფარდება ან არ შეეძლოს სასამართლოში მისვლა პროცესზე დასწრების მიზნით", - აღნიშნა მან. 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, მის თანამშრომელ თამთა თოდაძეზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ბრალი წარუდგინეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics