2019-10-10 12:06:17, 1995 ნახვა
კომენტარი
წერეთელი: არავისთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში
TV პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველა იმ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, რომელსაც ვერ აკონტროლებს, საქმეს აღძრავს.
ამასთან, ვატო წერეთელის მტკიცებით, მისი ოჯახი დათმობაზე წასვლას არ აპირებს.
"ეს იმიტომ ხდება რომ ადამიანებს ევაჭრონ თავისუფლებაზე. არავისთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში. ტელევიზია შეინარჩუნებს იმ სახეს როგორც აქვს. ეს ყველაფერი ხდება 2020 წლის არჩევნებისთვის", - განაცხადა ვატო წერეთელმა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან