|
2019-10-09 15:41:45, 2604 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წევრებს შეხვდა. დელეგაციამ, რომელსაც ტექნიკური დახმარების სფეროში სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის მრჩეველი კორსტიან ქული ხელმძღვანელობს, საქართველოში ორკვირიანი მისია დაასრულა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს სსფ-ის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრირებისა და ფისკალური რისკების მართვის მიმართულებით. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტს გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის და გამოთქვა მზაობა, გაგრძელდეს ნაყოფიერი პარტნიორობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში რეფორმების განხორციელების პროცესში. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)