|
2015-07-16 09:34:23, 792 ნახვა
სამართალი
შსს-მ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე სამი პირი დააკავა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს 3 და რუსეთის 1 მოქალაქე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული ვიტალი შ, 1987 წელს დაბადებული გელა ღ. და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული, ნაზიმ კ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით ახალციხის რაიონში დააკავეს, ხოლო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ტაისია კ-ს ბრალი წარედგინა. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ვიტალი შ. და გელა ღ. გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას და ნაზიმ კ-ს და ტაისია კ-ს მცირეწლოვან შვილებთან ერთად საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაყვანას ცდილობდნენ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორი ან მეტი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე პრიმა-1 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)