|
2019-10-08 13:06:41, 2426 ნახვა
სამართალი
„კოალიცია თანასწორობისთვის“ პროკურატურას თამთა თოდაძის მიმართ ძალადობის საქმეზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს
„კოალიცია თანასწორობისთვის“ სოლიდარობას უცხადებს თამთა თოდაძეს და პროკურატურას ქალის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შემაშფოთებელი შემთხვევის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. სავარაუდო ბრალდებული პირის თანამდებობრივი სტატუსის გათვალისწინებით, კოალიცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეინარჩუნონ ობიექტურობა ამ საქმეზე საჯარო პოზიციონირების დროს და საკუთარი განცხადებებით ხელი არ შეუწყონ ქალთა მიმართ ძალადობის შეწყნარებასა და ლეგიტიმაციას. "2019 წლის 4 ოქტომბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟრიტარი წევრი ილია ჯიშკარიანი, გაუპატიურების მიზნით, თავს დაესხა მისივე ბიუროს თანამშრომელს, თამთა თოდაძეს. თამთა თოდაძისგან უარის მიღების შემდეგ, ილია ჯიშკარიანი მის დამორჩილებას შეეცადა და ფიზიკურად იძალადა. მედიაში გავრცელებულ ინტერვიუში, მსხვერპლი იხსენებს, რომ საკრებულოს დეპუტატი მას წიხლებით და ხელებით ურტყამდა. მას შემდეგ, რაც ქალმა მოძალადეს, თავდაცვის მიზნით მიუთითა, რომ იგი ტელეფონით იწერდა მომხდარს და ამის გამო მას პასუხი მოეთხოვებოდა, დეპუტატმა ქალს მობილური ტელეფონი დაუმტვრია. საბოლოოდ, თამთა თოდაძემ მოძალადისგან თავის დაღწევა და კაბინეტიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა, ცემის დროს, მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო. მსხვერპლს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა ფიზიკურ დაზიანებებზე, რომლებიც მას შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგაც ეტყობოდა. თავდასხმის დროს, ილია ჯიშკარიანმა დაამტვრია მის ოფისში განთავსებული კომპიუტერული ტექნიკაც. დაზარალებული და მისი ადვოკატი აცხადებენ, რომ საგამოძიებო ორგანოები სათანადოდ არ იძიებენ საქმეს. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მომხდარის შესახებ მალევე აცნობა პოლიციას, მაჟორიტარი დეპუტატის ოფისის ბიუროში ჩხრეკა დაგვიანებით (შემთხვევიდან დაახლოებით 9 საათში), ოფისის დალაგების შემდეგ ჩატარდა. საქმეზე ილია ჯიშკარიანის გამოკითხვაც ასევე დაგვიანებით მოხდა. პროკურატურას თამთა თოდაძისთვის დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ მიუნიჭებია. სტატუსის გარეშე კი ადვოკატებს არ აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ საქმის მასალებს. ცხადია, ყველა ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ მოძალადე პირის დასასჯელად, პროკურატურა საქმის კონტექსტის გათვალისწინებით, ჯეროვნად და ეფექტიანად არ იძიებს საქმეს. მნიშვნელოვანია, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა განცხადებებით დაგმონ ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობა ისე, რომ სავარაუდო ძალადობის ჩამდენი პირის მხარდაჭერისა და გამოძიების პროცესზე ზემოქმედების მცდელობის განცდა არ დატოვონ. ამ მხრივ, აღსანიშნავია, ქალაქ თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მისთვის წარმოუდგენელია, დავით ჯიშკარიანს ძალადობა ჩაედინა. ასევე, საგანგაშოა მერიის წარმომადგენლების და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების საჯარო განცხადებები, რომლებშიც ისინი მომხდარში ძალადობის მსხვერპლს ადანაშაულებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირების განცხადებები არ აღიქმებოდეს ორაზროვნად და ხელისუფლების პოზიცია, პირველ რიგში, ძალადობისა და დანაშაულის მკაფიო კრიტიკაზე იყოს აქცენტირებული. ქალებზე ძალადობის მიმართ ხელისუფლების რბილი და შემგუებლური დამოკიდებულება ხელს უშლის მსგავსი დანაშაულების პრევენციას, ახალისებს ძალადობას და ლეგიტიმურობას უკარგავს სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რაც უზრუნველყოფს თამთა თოდაძის მიმართ სავარაუდო ძალადობის საქმის ეფექტიან, დროულ და დამოუკიდებელ გამოძიებას, დამნაშავის დასჯას. მიენიჭოს თამთა თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი. მედია საშუალებებს, ქალთა ძალადობის შემთხვევების გაშუქების დროს, დაიცვან ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, მსხვერპლის ინტერესები, ღირსება და მისი პირადი სივრცე. სათანადოდ გაიაზრონ ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა და მასშტაბი", - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციები:
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)