|
2019-10-07 17:46:09, 1505 ნახვა
ეკონომიკა
საშა ტერნესი - საქართველოს ეკონომიკა იმდენად დივერსიფიცირებულია, რომ თითოეულ გერმანელ ინვესტორს შეგვიძლია მისთვის სასურველი ნიშა შევთავაზოთ
„საქართველო მიმზიდველია ინვესტირებისთვის სხვადასხვა სექტორის მიმართულებით. თქვენი ქვეყნის ეკონომიკა იმდენად დივერსიფიცირებულია, რომ თითოეულ გერმანელ ინვესტორს შეგვიძლია მისთის სასურველი ნიშა შევთავაზოთ“, - ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარე საშა ტერნესმა სასტუმრო „ბილტმორში" გამართული ქართულ-გერმანული ბიზნეს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომლის მუშაობაშიც გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მიიღეს მონაწილეობა. დისკუსიას ასევე დაესწრნენ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები როგორც საქართველოდან, ასევე გერმანიიდან. „ჩვენ ვამაყობთ, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ასეთი მჭიდრო ბიზნეს ურთიერთობებია. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი ბიზნეს-ასოციაცია ასე სწრაფად იზრდება ბოლო წლების განმავლობაში. 12 წელია, რაც ვარსებობთ და უკვე 200 წევრი გვყავს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ ბიზნეს შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომელიც უნდა დავძლიოთ ინვესტიციების ნაკადის, ვაჭრობის მოცულობისა და ბიზნეს ურთიერთობების შემდგომო ზრდისა და განითარებისთვის“, - განაცხადა საშა ტერნესმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)