04:40 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 17:28:52, 1249 ნახვა

ეკონომიკა
საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობებმა საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმისთვის 60-60 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოყვეს

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ევროპისა და აზიის განყოფილების დირექტორმა შტეფან ოპიცმა, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ახალმა რეგიონულმა დირექტორმა სესილი კოპრიემ  ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებებს.

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმისთვის:

·        სასესხო ხელშეკრულება „ენერგეტიკის სექტორის რეფორმა - მეორე ფაზა" (PBL) – 60 მილიონი ევრო. (KfW)

·        სასესხო ხელშეკრულება „ენერგეტიკის სექტორის რეფორმა - მეორე ფაზა" (PBL) – 60 მილიონი ევრო. (AFD)

KfW და AFD მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ რეფორმებს, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებასა და ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ოთხწლიანია, რომელზეც 2018 წლის 14 მაისს, საქართველოს მთავრობას, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის, ხელი მოეწერა განზრახულობათა დეკლარაციას (გერმანიის და საფრანგეთის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან). პროგრამის ფარგლებში, 2018 წელს ჩამოირიცხა KFW - 49 მილიონი ევრო და  AFD - 25 მილიონი ევრო სესხების სახით. ამასთან, პროგრამაში ევროკავშირის კონტრიბუცია შეადგენს 8,44 მილიონ ევროს გრანტის სახით.

ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალს მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი ტომას ბარაისი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics