18:32 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 13:44:09, 2389 ნახვა

სამართალი
პატარაია - სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული დეპუტატის საქმე ხელოვნურადაა გაჩერებული

„ქალთა მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბაია პატარაია აცხადებს, რომ საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის მიერ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება ხელოვნურად არის გაჩერებული. 

უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ საქმის გამოძიებაში გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძეც არის ჩართული. 

 "არსებობს საქმეში საკმარისი მტკიცებულება, რომ ბრალი წაუყენონ ადამიანს, მაგრამ ამას პროკურატურა არ აკეთებს და მე მინდა მივმართო თადუმაძეს, რომ მისცეს პროკურორს მუშაობის საშუალება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე მთავარი პროკურორის დონეზე და საქმე ხელოვნურად არის გაჩერებული. ჩემთვის გაუგებარია "ქართულ ოცნებასა" და ამ ადამიანს რა ურთიერთობა აქვთ ისეთი, რომ ასეთ მაღალ პოლიტიკურ ფასს იხდის "ქართული ოცნება" ვინმე ილიას დასაცავად ჩემთვის გაუგებარია. ეს მათი საქმეა. მაგრამ ბრალის წარდგინება, როდესაც მოხდება ადამიანისთვის ძალიან ლოგიკური იქნება თუ მას უფლებამოსილება შეუწყდება", - აღნიშნა ბაია პატარაიამ.

ცნობისთვის, საქმე ეხება "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის მიერ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტს. კერძოდ, სექსუალურ ძალადობაში ჯიშკარიანს მისი თანაშემწე თამთა თოდაძე ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 3 მუხლით დაიწყო. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics