04:40 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 13:28:35, 1201 ნახვა

ეკონომიკა
თომას ბარაისი: ბევრი გერმანელი გამოთქვამს სურვილს, განავითაროს ბიზნესი საქართველოში

„ბევრი გერმანელი გამოთქვამს სურვილს, განავითაროს ბიზნესი საქართველოში და მე მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებულ თანამშრომლობას ექნება ადგილი," - განაცხადა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილე თომას ბარაისმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შეხვედრა გვქონდა მინისტრთან და მე მიხარია, რომ ეს შეხვედრა აქ, თბილისში შედგა. თბილისი და მთლიანად საქართველო წამოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანას გერმანიისთვის. ჩვენ ვამყარებთ წარმატებულ საქმიან ურთიერთობებს, რისი დასტურიცაა დღეს აქ მაღალი დონის წარმომადგენლობის ვიზიტი," - განაცხადა თომას ბარაისმა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გასულ წელს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით რეგულარული ბიზნეს მრგვალი მაგიდის ფორმატის ჩამოყალიბებაზე. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ბოლო 2 წელიწადში 4 ბიზნეს ფორუმი ჩატარდა, რომელთა თემატიკაც მოიცავდა ისეთ სექტორებს, როგორიცაა ლოგისტიკა და ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და სხვ. 

„აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას მოსაზრებების გაცვლისა და ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავებისთვისთვის. ჩვენ გვაქვს ბევრი წარმატებული მიმდინარე პროექტი და ფორუმის ფარგლებში ასევე ვიხილავთ, თუ რა მიმართულებებით შეიძლება თანამშრომლობის გაძლიერება. ბევრი გერმანელი გამოთქვამს, სურვილს განავითაროს ბიზნესი საქართველოში და მე მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებულ თანამშრომლობას ექნება ადგილი“, - განაცხადა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics