|
2019-10-07 12:41:19, 1683 ნახვა
სამართალი
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა-გასაღებაში (ორი ეპიზოდი), დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვაში ბრალდებული ე.ი. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ე.ი.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,027 გრ. და 0,012 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი". ე.ი.-მ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, 0,027 გრ. 2019 წლის 12 700, ხოლო 0,012 გრ. 13 ივლისს 200 ლარად უკანონოდ გაასაღა, თუმცა პატივისცემის ნიშნად, 30 ლარი მყიდველს დაუბრუნა. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ე.ი.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს - 0,233 გრ. „ჰეროინ"-ს, 0,0086 გრ. მორფინს (ფუძე), 0.0028 გრ. „კოდეინ"-ს (ფუძე) წონით 0.0028 გრამს და 2,094 „პრეგაბალინ"-ს. სამართალდამცველებმა ე.ი. 2019 წლის 30 ივლისს სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა აღნიშნული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები. ე.ი.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1 და მე-4 ნაწილებით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება (ორი ეპიზოდი), დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.ი. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)