|
2019-10-04 18:17:31, 4272 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: 2020 წელს კაპიტალური პროექტების სახით ქვეყანაში, ჯამში, 3.7 მილიარდი ლარი დაიხარჯება
2020 წელს, კაპიტალური პროექტების სახით ქვეყანაში, ჯამში, 3.7 მილიარდი ლარი დაიხარჯება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტი მორგებულია მოქალაქეებზე და 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში მიღებული შემოსავალი სწორედ მოსახლეობის საჭიროებებზე მიიმართება. „მომავალ წელს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პროგნოზირებული გვაქვს 5%-ის ოდენობით. ამაზეა დაფუძნებული ჩვენი რესურსები. ასევე, ჩვენ დაბალ ნიშნულზე - 2.7 პროცენტზე შევინარჩუნეთ ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი. და რაც მნიშვნელოვანია, არ შევამცირეთ კაპიტალური ხარჯების წილი ბიუჯეტში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)