16:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 16:36:42, 678 ნახვა

ეკონომიკა
დაიწყეთ ონლაინ ბიზნესი “თიბისი ბანკის” დახმარებით

თუ თქვენ გსურთ, თქვენთვის სასურველი პროდუქციის - ტანსაცმლის, აქსესუარების, ტექნიკის თუ უბრალოდ საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა, "თიბისი ბანკის" დახმარებით ეს შეგიძლიათ ონლაინ ბიზესად აქციოთ.     

"თიბისი ბანკი" მცირე და საშუალო  მეწარმეებს ონლაინმაღაზიის მინიმალურ ფასად შექმნას და მის მართვაში დახმარებას სთავაზობს. კერძოდ, თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ონლაინ ვაჭრობით, შეგიძლიათ მიმართოთ თიბისი ბანკს და მხოლოდ სიმბოლურ ფასად, 800 ლარად შეიძინოთ ონლაინ მაღაზიის პლატფორმა, რომელსაც თქვენთვის სასურველ დიზაინს შეურჩევთ და რომელიც, მასში ჩატვირთული გადახდების სისტემის წყალობით, იმუშავებს როგორც აწყობილი და ტექნიკურად გამართული ონლაინ მაღაზია. 

თიბისი ბანკი პირველია ქართულ ბანკებს შორის, ვინც თავის კლიენტებს ამგვარი ინოვაციური სერვისი შესთავაზა. პროექტის მიზანი მცირე მეწარმეობის მხარდაჭერაა.

პროექტის ფარგლებში თიბისი ბანკი ვაჭრობით დაინტერესებულ კლიენტებს არა მხოლოდ ონლაინ მაღაზიის პლატფორმას სთავაზობს, არამედ ამ პლატფორმის მართვასაც. კერძოდ, კლიენტს შეუძლია თიბისი ბანკის დახმარებით შექმნას და მართოს მარკეტინგული კამპანიები, ანუ მოახდინოს ფასდაკლების აქციების ონლაინ განთავსება, ასევე  მიიღოს  ვებგვერდის სტატისტიკური ანალიზი, ახალი პროდუქტების კატეგორიების დამატება, სხვადასხვა კომპანიასთან გადაზიდვის სისტემის აწყობა და კიდევ სხვადასხვა სერვისები. ეს ყველაფერი, კლიენტის სურვილის შემთხვევაში, თიბისი ბანკის პროექტის ფარგლებში განხორციელდება და  თვეში მხოლოდ 100 ლარი დაჯდება.

ონლაინმაღაზიის პლატფორმის შექმნისთვის თიბისი ბანკი კომპანია „ჯეოფეისთან“ თანამშრომლობს.

იჩქარეთ, ისარგებლეთ თიბისი ბანკის მზა ონლაინ მაღაზიის პროექტით და დაიწყეთ ონლაინ ვაჭრობა!

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics