|
2019-10-04 11:32:28, 1245 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკმა“ იურიდიული პირებს და ინდ.მეწარმეებს ახალი შესაძლებლობის Visa Business ბარათი შესთავაზა
ვითიბი ბანკმა იურიდიულ პირებს სრულიად ახალი, მომენტალური, ბიზნეს ბარათი Visa Business შესთავაზა. რომლის ღირებულება 30 ლარია და აღება განაცხადის შევსებიდან რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. ახალი ბიზნეს ბარათით შესაძლებელია როგორც კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული უნაღდო ანგარიშსწორება, ასევე თანხის განაღდება საქართველოში არსებულ ნებისმიერ ბანკომატში. ვითიბი ბანკისა და პარტნიორი ბანკის ბანკომატებში განაღდების ტარიფი 0.2%-ს შეადგენს. მომენტალური Visa Business უკვე განსაკუთრებით პოპულარული გახდა მცირე მეწარმეებისთვის. ახალ ბარათთან ერთად ვითიბი ბანკმა, ასევე არსებულ უნივერსალურ Visa Business ბარათზე განახლებული ფუნქციონალი და განახევრებული ტარიფები წარმოადგინა. ბარათის ღირებულება , 150 ლარიდან 75 ლარამდე, ხოლო განაღდების ტარიფი 0.5%-დან 0.2% მდე შემცირდა. აღნიშნული ბარათის მეშვეობით რამდენიმე ძირითად ვალუტაში შესაძლებელია ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მომსახურების მიღება შეუზღუდავად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ბარათი ასევე გამოიყენება ორგანიზაციის წარმომადგენლობითი, სამივლინებო და სამეურნეო ხარჯების ასანაზღაურებლად.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)