|
2019-10-03 16:13:24, 1670 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი საქართველოში კვლავ გააგრძელებს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებას
მდგრადი განვითარების მიმართულებით საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. წარმომადგენლობით დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მდგრადი განვითარების საკითხებში სტივენ შონბერგერი. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, მთავრობის რეფორმების გეგმა, საუბარი შეეხო 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს, მათ შორის, მდგრადი განვითარების კუთხით. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა პოზიტიური შეფასება მისცეს ურბანული და მდგრადი განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას. ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ქართულ მხარეს მიულოცა მსოფლიო ბანკის 2019 წლის კვლევაში - „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში" მიღწეული წარმატება და აღნიშნა, რომ ამ მონაცემებით, საქართველო ტოპ რეფორმატორ ქვეყნებს შორის მოხვდა. შეხვედრაზე, ასევე, პოზიტიურად შეფასდა რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება. მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დონორია. 25 წელზე მეტი ხნის თანამშრომლობის მანძილზე, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა ქვეყანაში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)