|
2019-10-03 13:16:00, 1897 ნახვა
ეკონომიკა
„ქართული ღვინის ფესტივალი“ ბრიტანეთის ქალაქებში იმართება
დიდ ბრიტანეთში „ქართული ღვინის ფესტივალი“ იმართება, რომელიც მოიცავს დეგუსტაციებს, მასტერკლასებს, პრეზენტაციებსა და სემინარებს ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ. ღონისძიების ორგანიზატორია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანია „Swirl Wine Group“. „ქართული ღვინის ფესტივალი“ უკვე გაიმართა ლონდონში და მას ღვინის იმპორტიორები, რესტორნებისა და სასტუმროს ქსელების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართული ღვინის წარდგენას ცნობილი ბრიტანელი მწერალი ჯეიმი გუდი (Jamie Goode) უძღვებოდა. ფესტივალს 7 ოქტომბერს ბრისტოლი და 8 ოქტომბერს მანჩესტერი უმასპინძლებს. დიდი ბრიტანეთი არის ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)