|
2019-10-03 12:36:56, 2107 ნახვა
ეკონომიკა
გაძვირდა სურსათი, თამბაქო, დასვენება - სექტემბერში ინფლაციამ 6.4% შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინფლაციამ 6.4% შეადგინა. ფასების მატება განსაკუთრებით დიდი იყო შემდეგი სახის საქონელსა და მომსახურებაზე: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 14.6%; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 11.7%; დასვენება, გართობა და კულტურა - 6.9%; გასულ წელთან შედარებით, 5.5%-ით გაიაფებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. წინა თვესთან შედარებით, ინფლაციამ 1.7% შეადგინა. გაძვირდა შემდეგი ტიპის საქონელი და მომსახურება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 3.3%; განათლება - 2.7%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 2.2%. ინფლაციის სამიზნეზე მაღალი მაჩვენებლის გამო, ეროვნულმა ბანკმა გასული თვეების განმავლობაში მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა - კერძოდ, ჯამში 1%-ით გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი და უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით შემცირდა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)