07:47 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-02 18:37:54, 4523 ნახვა

მსოფლიო
ბორის ჯონსონმა ევროკავშირს Brexit-ის შეთანხმების საბოლოო ვარიანტი შესთავაზა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირს Brexit-ის შეთანხმების საბოლოო ვარიანტი შესთავაზა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ამასთან, ჯონსონმა განმარტა, რომ შეთავაზება ორივე მხრიდან კომპრომისზე წასვლას საჭიროებს და იქვე აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირი კომპრომისზე არ წავა დიდი ბრიტანეთი გაერთიანებას თვის ბოლოს მაინც დატოვებს. 

ჯონსონის შეფასებით, ევროგაერთიანებისთვის გაგზავნილი შეთავაზება კონსტრუქციულია. მისივე თქმით, Brexit-ის გადადებას აზრი არ აქვს და ეს ზედმეტად ხარჯებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ბრიტანელი დეპუტატების აზრით, ბოლო შეთავაზება ევროგაერთიანებიდან გასვლისთვის საკმარისი არ არის. მათი მოსაზრებით, ოფიციალური ლონდონი ევროკავშირისგან უარს მიიღებს. 

ამ ფაქტს ევროპელი დიპლომატები უკვე გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ჯონსონის წინადადებას „ფუნდამენტური ნაკლები“ აქვს. 

ცნობისთვის, ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე ევროკავშირის ლიდერები Brexit-ის 31 ოქტომბრამდე გადადებაზე შეთანხმდნენ

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ - 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48.1% საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. 2018 წლის 29 მარტს, ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ დაწყებულია ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებიდან 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოსულიყო. თუმცა,  პროცესი გაჭიანურდა. Brexit-ის დასასრულებლად საჭიროა, რომ შესაბამისი შეთანხმება 27 ქვეყნის ეროვნულ პარლამენტებშიც შედგეს, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. Brexit-მა ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რის გამოც პრემიერმინისტრი ტერეზა მეი გადადგა და მისი ადგილი საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაიკავა





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics