|
2019-10-02 11:52:10, 1746 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ღვინო იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში დააგემოვნეს
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ქალაქ ტოკიოში მდებარე სავაჭრო ცენტრში "Marunochi Bealding" ქართული ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა. საქართველო-ურუგვაი მატჩის პარალელურად მოწყობილ საგულშემატკივრო სივრცეში ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად მოსულ იაპონელ და უცხოელ სტუმრებს სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინის დაგემოვნების საშუალება მიეცათ. მატჩის ტრანსლაციის დაწყებამდე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საელჩო იაპონიაში საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა თეიმურაზ ლეჟავამ. შემდეგი მატჩი საქართველოსა და ფიჯის შორის ოსაკაში 3 ოქტომბერს ჩატარდება, სადაც კვლავ წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო. იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა აქტიობებს ახორციელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)