05:59 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-02 10:19:19, 1703 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი - ხელისუფლების მთავარი მისიაა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა არ გაცვალოს პოპულისტურ ნაბიჯებზე

ხელისუფლების და პირველ რიგში, ფინანსთა მინისტრის მთავარი მისიაა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ფისკალური დისციპლინა არ გაცვალოს  პოპულისტურ ნაბიჯებზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საუბრისას და აღნიშნა, რომ სწორედ ამ პირობების გათვალისწინებით შემუშავდა მომავალი წლის ბიუჯეტი.

მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში ყურადღება გამახვილდა სოციალური მდგრადობის უზრუნველყოფაზე, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმები.

 „ძალიან განვითარებულ ქვეყნებშიც კი ხელისუფლებას უჭირს გაუძლოს პოპულიზმის ზეწოლას. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, შეიძლება გვითხრან, რატომ ზრდით პენსიას 20-30 ლარით? მოდით, პირდაპირ 100 ლარით გავზარდოთ, ანდა რატომ აძლევთ პედაგოგებს 300 ლარს? მივცეთ 700 ლარი...  შემდეგ იწყება შეჯიბრი, ვინ უფრო გულუხვი და კეთილია, ოღონდ არვინ ფიქრობს, რა არის დაფინანსების წყარო. თუ დავივიწყებთ, რა ზომის ეკონომიკა გვაქვს და რამხელაა ტვირთი ეკონომიკაზე, რასაკვირველია, შეგვიძლია სადღეგრძელოები ვიძახოთ და მეტი და მეტი ვისურვოთ პენსიაც და ხელფასიც... ფისკალურ ენაზე რომ აგიხსნათ, ეს არის გაქცეული დეფიციტი, უკიდურესად გაზრდილი მიმდინარე ხარჯები და შემცირებული კაპიტალური დანახარჯები, ზედმეტად და უპასუხისმგებლოდ აღებული ვალები და ა.შ. შეიძლება საარჩევნო წელს ვიღაცის გული მოიგო, მეტი ხელფასი ან პენსია დაურიგო, თუმცა შემდეგ წლებში, ქვეყანა განწირული გყავს - ვერ შეძლებ ამ თანხების სტაბილურად გაცემას და კრიზისში და დეფოლტში შეიყვან ქვეყანას", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics