|
2019-10-01 18:30:20, 1515 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში წყალტუბოში, განახლებული ბალნეოლოგიური კურორტი გაიხსნა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, წყალტუბოში, განახლებული ბალნეოლოგიური კურორტი ოფიციალურად გაიხსნა. 72 ნომრიანი კომპლექსი ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია რეგიონში და მისი მთავარი მიზანი ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე წყალტუბოს, როგორც უნიკალური, ბუნებრივი რესურსების მქონე დასასვენებელი კურორტის პოზიციონირებაა. კომპლექსი რესტორანს, საკონფერენციო სივრცეს და გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ცენტრს მოიცავს, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ პროფესიონალ ექიმ-სპეციალისტთა მეთვალყურეობის ქვეშ ჩაიტარონ, როგორც სამედიცინო, სამკურნალო პროცედურები, ასევე, ისარგებლონ მრავალფეროვანი სარელაქსაციო, სპა მომსახურებით. სასტუმრო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 9 500 000 ლარს შეადგენს. პროექტის შედეგად, შეიქმნა 170 სამუშაო ადგილი. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილია 111 მეწარმე სუბიექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 289.6 მლნ ლარს, ხოლო აღნიშნული 111 სასტუმრო შექმნის 3 380-ზე მეტ დამატებით ოთახს და 2 890-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)