2019-10-01 13:19:10, 2986 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს [ვიდეო]
იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ nordest24 იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულებმა - 1995 წელს დაბადებული ტ.დ. და 1997 წელს დაბადებული ი.მ, ქალაქ ტრისტაში 21-26 ივლისის პერიოდში 4 სახლი გაქურდეს.
პოლიციის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში მათ 133 000 ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს. გარდა ამისა, სამარტალდამცველები აცხადებენ, რომ საქმეში კიდევ ერთი ადამიანი ფიგურირებდა და მასზე ძებნა არის გამოცხადებული.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან