|
2019-09-30 16:23:42, 1716 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: მასწავლებელთა ხელფასები 2019 და 2020 წელებში, ჯამში 300 ლარით მოიმატებს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტში განათლება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ამის შესახებ ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა: „2019 წლის ბიუჯეტი აგებული იყო ადამიანური კაპიტალის ირგვლივ. მომავალ წელს, ჩვენ ამ ხაზს გავაგრძელებთ. განათლებაშიც უპრეცენდენტო პოზიტიურ მოვლენებთან გვაქვს საქმე. მასწავლებლების ხელფასების ზრდა პირველ ეტაპზე, იწყება 1-ლი ოქტომბრიდან, შემდეგი ზრდა გვაქვს მომავალ წელს- ასევე 150 ლარით. ჯამში, 300-ლარიანი ზრდა ექნებათ მასწავლებლებს. ამას გარდა, თუ გავითვალისწინებთ იმ რეფორმას, რომელიც განათლების სფეროში მიმდინარეობს, მასწავლებლებისთვის კიდევ იძლევა საშუალებას, საათების გაზრდის შედეგად, მოხდეს ხელფასის ზრდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასწავლებლების მნიშვნელოვანი ნაწილი ეფექტურად 400-ლარიან მეტ ზრდას მიიღებს. ასევე იცით, რომ წლების განმავლობაში, პრობლემად რჩებოდა ბაღის პედაგოგების ხელფასი. აქაც გათვალისწინებულია მათთვის 100 ლარიანი ზრდა. აღსანიშნავია, რომ ეს არ მომხდარა წლების განმავლობაში. ბაღებში, ასევე, გააგრძელდება გაუმჯობესდება რეაბილიტაციის კუთხითაც. განათლების ინფრასტრუქტურაში კაპიტალური დანახარჯები შეადგენს, დაახლოებით, 280 მილიონ ლარს. აქ საუბარია 26-27 ახალ სკოლაზე, ასევე, მოხდება რამდენიმე ასეული სკოლის რეაბილიტაცია და რემონტი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)