|
2019-09-30 15:01:21, 1703 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: ჩქაროსნულ მაგისტრალებზე მობილიზებული იქნება 700 მილიონ ლარამდე
ჩქაროსნულ მაგისტრალებზე მობილიზებული იქნება 700 მლნ ლარამდე, რაც ნიშნავს 175 კილომეტრ საერთაშორისო სტანდარტების გზას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას. მისი თქმით ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნის ეკონომიკური ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა მუნიციპალური პროექტების მნიშვნელობაზე, ყურადღება გაამახვილა დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ ფინანსურ რესურსებზე. „მუნიციპალური ტრანსპორტი, ასევე, პრიორიტეტად რჩება, აქაც ლომის წილი თბილისზე მოდის და მომავალ წელს განახლებული ავტობუსები გვეყოლება. დევნილები რჩება ჩვენს პრიორიტეტად, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. იქნება ეს სოფლებში ბინის შეძენა თუ სხვა დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. ამისთვის ნაგულისხმებია, ჯამში, 112 მილიონი. მინდა გითხრათ, რომ სხვა ყველა ტიპის ადგილობრივი მუნიციპალური პროექტები, რომლებიც დღეს ასე დინამიურად ვითარდება, ასეთივე მაღალი ტემპით გაგრძელდება", -განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. „ეს გახლავთ ის ცნობილი პროექტები, როგორებიცაა: ''აწარმოე საქართველო'', 'შეღავათიანი აგროკრედიტი'' და ა.შ. თუმცა, აქაც გვაქვს სიახლეები, გამოვდივართ მიკროგრანტების გაზრდის ინიციატივით 15 მლნ-მდე და ასევე სტარტაპებისა და ინოვაციებისთვის დარეზერვდება 22 მლნ ლარამდე", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)