|
2015-07-14 20:53:51, 2887 ნახვა
Lifestyle
გრიგოლ გეგელია: როცა საქმე სამშობლოს მტრისგან დაცვას ეხება, ჩოხოსნები უჩინარდებიან
ევროპის უნივერსიტეტის დოქტურანტურის მკვლევარის გრიგოლ გეგელიას შეფასებით, სასულიერო პირები და „ჩოხოსანი ვაჟკაცები“ სხვადასხვა სამოქალაქო „რიტუალებში“ აქტიურ მონაწილეობას იღებენ, მაგალითად როცა საუბარია ქალაქის ქუჩებში სექსუალური უმცირესობის დევნაზე და ა.შ. ხოლო, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და ღირსებას, გეგელიას თქმით, ისინი უჩინარდებიან. „როგორც კი საქმე ჩვენი სამშობლოს რეალური მტრისგან დაცვას ეხება, პირველი სასულიერო პირები, მათი ფანატიკოსი და უმეცარი მიმდევრები და ჩოხოსანი მამულიშვილ-ვაჟკაცები უჩინარდებიან. ეს კი ის ხალხია, ვინც სხვა დროს სხვადასხვა ფორმით, მაგრამ თითქმის პერმანენტულად ეწევა სახელმწიფოს წარმოსახვითი მტრებისგან განწმენდის რიტუალს. ეს ის ხალხია, ვინც საკუთარი წარმოსახვის ქალაქის ქუჩებში გეებს, ამერიკის აგენტებს, მასონებს, ვამპირებსა და დემონებს დასდევს... ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. შეგახსენებთ, ქართველი ჟურნალისტების აქცია 2014 წლის 28 სექტემბერსაც გაიმართა, მაშინ მედიის წარმომადგენლებმა სოფელ დვანში მცოცავი ოკუპაცია და ე.წ საზღვრის დემარკაცია გააპროტესტეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)