|
2019-09-30 13:10:01, 1133 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ ალავიძემ წყალტუბოში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი სანატორიუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ წყალტუბოში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი სანატორიუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით აშენდა. პროექტის განხორციელებაში დაახლოებით 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სანატორიუმში, სადაც 72 ოთახია, 170 ადამიანი დასაქმდა. პროექტის ინვესტორია კომპანია „ბ & ნ". ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი სანატორიუმი მოიცავს სასტუმროს, რესტორანსა და საკონფერენციო სივრცეს, ასევე გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ცენტრს, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ, პროფესიონალ ექიმ-სპეციალისტთა მეთვალყურეობის ქვეშ ჩაიტარონ როგორც სამედიცინო-სამკურნალო პროცედურები, ასევე ისარგებლონ მრავალფეროვანი სარელაქსაციო, სპა მომსახურებით. აღსანიშნავია, რომ სანატორიუმის ოფიციალური გახსნა სახალხო დღესასწაულის „შემოდგომის წყალტუბოს" დაემთხვა, რომლის დროსაც ქალაქის ცენტრალურ პარკში ჩატარდა განახლებული შადრევნების გახსნის ცერემონიაც. აღნიშნული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მილიონ 700 ათასი ლარით დაფინანსდა.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)