|
2015-07-14 14:38:04, 671 ნახვა
ეკონომიკა
თამბაქოს კონტროლის ალიანსი ითხოვს, „Be Marlboro“ - ს სარეკლამო კამპანია აიკრძალოს
თამბაქოს კონტროლის ალიანსმა პეტიცია მოამზადა, სადაც ის სახელმწიფოს ხელმძღვანელებს მიმართავს, „Be Marlboro“ - ს სარეკლამო კამპანია აიკრძალოს. შესაბამისი პეტიცია პარლამენტშია დარეგისტირებული, რომელსაც დღეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. წარმოდგენილი პეტიციის თანახმად, „მარლბოროს კაცის“ სარეკლამო კამპანიამ „მარლბორო“ მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდებში ყველაზე პოპულარული სიგარეტის ბრენდი გახადა და ხელი შეუწყო თამბაქოს გლობალურ ეპიდემიას, რასაც ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ამასთან, თამბაქოს კონტროლის ალიანსი ითხოვს, რომ გარდა „Be Marlboro“ - ს სარეკლამო კამპანიისა, აიკრძალოს სხვა მსგავსი კამპანიები. ანუ შემოღებულ იქნას რეგულაციები თამბაქოს ნაწარმის რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის სრული აკრძალვის შესახებ. „უნდა აღინიშნოს, რომ, აღნიშნული საერთაშორისო ვალდებულება საქართველოს ჰქონდა აღებული და მას 2011 წლის 15 მაისს გაუვიდა ვადა“, – აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)