07:48 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 19:15:27, 6712 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტი - ტრამპმა ზელენსკისთან საუბრის ტრანსკრიპტი გამოაქვეყნა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო ტრანსკრიპტის ჩანაწერი გამოაქვეყნა. 

თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც "დემოკრატიულმა პარტიამ" ის ზელენსკის დაშანტაჟებაში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაში დაადანაშაულა. კერძოდ, როგორც "დემოკრატები" აცხადებენ, ტრამპი ზელენსკის დაემუქრა და უთხრა, რომ უკრაინამ 2020 წლის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკა უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუჩერებდა. 

აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებული ტრანსკრიპტიდან არ ჩანს, რომ თეთრი სახლის ლიდერი ზელენსკის გარიგების დადებას სთავაზობს, თუმცა რამდენჯერმე ამბობს, რომ "ამერიკა უკრაინას ძალიან კარგად ექცევა". 

"ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ უკრაინისთვის. ბევრ ძალისხმევას ვხარჯავთ უკრაინაზე, იმაზე უფრო მეტს ვიდრე ევროპის ქვეყნები. უფრო მეტს უნდა გეხმარებოდნენ. გერმანია პრაქტიკულად არაფერს აკეთებს. ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ. როდესაც ანგელა მერკელს შევხვდი, ის საუბრობს უკრაინაზე, თუმცა ის არაფერს აკეთებს. ბევრი ევროპული ქვეყანა იქცევა ასე, მაგრამ შეერთებული შტატები უკრაინას ძალიან, ძალიან კარგად იქცეოდა. ვერ ვიტყოდი რომ ეს აუცილებლად ორმხრივია, იმიტომ რომ რაღაცეები ხდება რაც უკრაინისთვის კარგი არაა, თუმცა აშშ ძალიან ძალიან კარგად ექცეოდა უკრაინას", - უთხრა ტრამპმა ზელენსკის. 

თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტი ტრამპს დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები უკრიანას სათანადოდ ყურადღებას არ აქცევენ.

"1000%-ით გეთანხმებით. მე შევხვდი მერკელსაც და მაკრონსაც. ვუთხარი, რომ უკრაინისთვის უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ არ აკეთებენ. წესით ევროკავშირი ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორი უნდა იყოს, თუმცა ეს ასე არ არის. ყველაზე დიდი პარტნიორი ამერიკაა", - უპასუხა ზელენსკიმ.

მან დონალდ ტრამპმს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ  უკრაინა უახლოეს მომავალში "ჯაველინების" ახალ პარტიას შეისყიდის. 

"გვინდა, რომ რაღაც გთხოვოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრ რამეს სირთულეს აწყდება ახლა და უკრაინამ ეს ყველაფერი კარგად იცის. ბევრს საუბრობენ ბაიდენის შვილზე, რომ ბაიდენმა საქმე შეაჩერა და ბევრ ადამიანს სურს გაიგოს, რა მოხდა, ასე რომ, რის გაკეთებასაც შეძლებთ მთავარ პროკურორთან ერთად, ძალიან კარგი იქნება. ეს ჩემთვის საშინლად ჟღერს", - აღნიშნა ტრამპმა, რაზეც ზელენსკიმ თანხმობა განაცხადა. 

 

ამავე თემაზე:  - „დემოკრატებმა“ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს

„ჩემზე ზეწოლა შეუძლია მხოლოდ ჩემს ვაჟს, რომელიც 6 წლის არის“ - ზელენსკი ტრამპის მუქარას უარყოფს

ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარს უჭერს

დონალდ ტრამპი: აშშ-ში არ ყოფილა პრეზიდენტი, რომელსაც ისე ცუდად ექცეოდნენ, როგორც მე

 

 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics