2019-09-25 15:39:06, 6692 ნახვა
მსოფლიო
მიწისძვრა პაკისტანში - დაიღუპა 37 ადამიანი
პაკისტანში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც. 100-მდე ადამიანი, რომელიც მიწისძვრის დროს დაშავდა საავადმყოფოშია გადაყვანილი. სტიქია პაკისტანის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა.
მედიის ცნობით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ქაშმირის რეგიონის დასახლებაშია. რეგიონში ამ დრომდე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან