|
2019-09-24 12:56:17, 1815 ნახვა
ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით ქართული პროდუქცია დიდ ბრიტანეთში ექპორტზე გავიდა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით,დიდ ბრიტანეთში 600 000 ლარის ქართული პროდუქციის, კერძოდ: ღვინოს, თხილის და ნატურალური წვენების ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული ბიზნესკავშირები მეწარმეებმა მიმდინარე წლის 17-დან 20მარტის ჩათვლით, საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე „IFE 2019” დაამყარეს, სადაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით 20 ქართულმაექსპორტიორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა პირველად წარუდგინეს ქართულ ნაწარმიდიდი ბრიტანეთის ფართო საზოგადოებას. IFE 2019 დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდი გამოფენაა, რომელიც წელს სასმელი და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე 1350-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიას მასპინძლობდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროდუქციის მრავალფეროვანი სპექტრი, ამასთანავე, აქცენტი ბიო და გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეშ მყოფ პროდუქტებზე იქნა გაკეთებული. სხვადასხვა ნიშურ პროდუქტებთან ერთად გამოფენაზე ისეთი ინვოვაციური ქართული პროდუქტიც იყო წარმოდგენილი, როგორიცაა საფერავის ჩაი. აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)