|
2015-07-13 19:12:15, 829 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური დაფინანსების განვითარების მესამე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამუშაო ვიზიტით ეთიოპიის ფედერალურ დემოკრატიულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც 13-16 ივლისს, ადის-აბებაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანიზებით დაფინანსების განვითარების მესამე საერთაშორისო კონფერენცია (Third International Conference on Financing for Development) იმართება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ სახელმწიფო, სამოქალაქო სექტორების და ფინანსური წრეების თანამშრომლობით მოიძიოს მეტი რესურსი მდგრადი განვითარების დაფინანსების, მსოფლიოში უკიდურესი სიღარიბის შემცირების უზრუნველსაყოფად და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. პლენარულ შეხვედრაზე გლობალური განვითარებისთვის შემუშავდება მომდევნო 15 წლის პერიოდში განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმა, რომელიც ათასწლეულის განვითარების მიზნების (MDG) დასრულების შემდეგ ამოქმედდება. კონფერენციაში მონაწილეობენ სახელმწიფო მეთაურები, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციას ესწრებიან გარეო-ს გენერალური მდივანი პან გი მუნი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯიმ იონგ კიმი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებლის მოადგილე მინ ჟუ, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი ჯეკ ლიუ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი ლოუ ძინვეი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ ერთიანი ფინანსური სტრატეგიის შემუშავებაზე, რათა მდგრადი განვითარების მისაღწევად გაძლიერდეს სახელმწიფოთა შიდა რესურსები, ადგილობრივი და საერთაშორისო კერძო სექტორების ფინანსები, დონორთა დახმარება, ხელი შეეწყოს საერთაშორისო ვაჭრობას, როგორც განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელ ძალას, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციური პროექტების დანერგვას, რომელიც ასევე ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ყურადღება ასევე დაეთმობა საგარეო ვალისა და მისი დასაშვები მოცულობის საკითხებს. გაერო-ს ორგანიზებით, დაფინანსების განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ორჯერ - 2002 და 2008 წლებში გაიმართა და გლობალურ განვითარებასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ პრობლემებსა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენის საკითხებს მიეძღვნა. წელს კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებები საფუძვლად დაედება 2015 წლის მდგრადი განვითარების გეგმას (Sustainable Development Agenda), რომლის მიღებაც მიმდინარე წლის 25-27 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სამიტზე იგეგმება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)