|
2015-07-13 18:56:59, 689 ნახვა
ეკონომიკა
„პაშა ბანკი“ საქართველოში 2015 წლის ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დასახელდა
„პაშა ბანკი“ Global Banking and Finance Review Awards-ის მიერ 2015 წლის ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დასახელდა საქართველოში. „პაშა ბანკი“ ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს. პაშა ბანკმა საქართველოში ორი წლის წინ დაიწყო ოპერირება და 2015 წელს ქვეყნის ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დასახელდა Global Banking and Finance Review Awards-ის მიერ. Global Banking and Finance Review Awards 2011 წლიდან ადევნებს თვალს გლობალურ ფინანსურ სექტორში მიმდინარე ცვლილებებს, პროგრესს, მიღწევებს და ინოვაციებს. აღნიშნული ორგანიზაცია სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიებს ფინანსურ სფეროში წარმატებული მიღწევებისთვის აჯილდოვებს. Global Banking and Finance Review Awards-ის ჯილდო გადაეცემათ შემდეგ ინდუსტრიებში მოქმედ კომპანიებს: საბანკო საქმიანობა, დაზღვევა, საპენსიო ფონდები, საკონსულტაციო საქმიანობა, კორპორატიული მართვა, საბროკერო საქმიანობა, პროექტების ფინანსირება, ინვესტირება, ტექნოლოგიები, ქონების მართვა, სავაჭრო ოპერაციების დაფინანსება, უძრავი ქონება, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა და სხვა.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)