|
2019-09-18 14:25:33, 1827 ნახვა
ეკონომიკა
EBRD-ის მხარდაჭერით წიაღის სექტორში ფისკალურ ჩარჩოსთან დაკავშირებით სასწავლო სემინარი მიმდინარეობს
წიაღის სექტორში ფისკალურ ჩარჩოსთან დაკავშირებით ექსპერტული ცოდნის მიღებისა და გაზიარების მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 19 სექტემბრის ჩათვლით იმართება სასწავლო სემინარი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან. ამ მიზნით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოწვეულია საერთაშორისო კონსულტანტი ალექსანდრა რედჰედი. წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, მაია ზავრაშვილის განცხადებით, მიმდინარე სასწავლო სემინარების თემატიკა მოიცავს როიალტის სისტემის ადმინისტრირებისა და პრაქტიკაში დანერგვის თავისებურებებს. მისი თქმით, სემინარის ფარგლებში მოხდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და თანამედროვე მიდგომების განხილვა. „ეს დაეხმარება სახელმწიფოს უზრუნველყოს შემოსავლების ეფექტური მართვა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და სექტორის განვითარებას“, - აღნიშნა წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია ზავრაშვილის ინფორმაციით, წიაღის სექტორის რეფორმის პირველი ფაზის ფარგლებში უკვე შემუშავდა წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას არსებული ფისკალური ჩარჩოს განახლება წარმოადგენს.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)