|
2015-07-13 14:52:50, 677 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: უკიდურესად ნეგატიურად ვაფასებ იმას, რაც ადმინისტრაციულ საზღვართან ხდება
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის ფაქტს გამოეხმაურა. „მე მგონია, რომ არ არსებობს საქართველოში ადამიანი, ვინც ამ ფაქტს არ უყურებს ძალიან ნეგატიურად. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამისა, საუბარს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ამ საუბარში შესაბამისი ტონი და ინტონაცია უნდა იქნას დასმული. კიდევ ერთხელ ვამბობ, უკიდურესად ნეგატიურად ვაფასებ იმას, რაც ხდება ადმინისტრაციულ საზღვართან, ამ ფაქტს შესაბამისი შეფასებები მიეცა უკვე და კიდევ მიეცემა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. რაც შეეხება მილსადენის საკითხს, ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ ამ თემაზე უახლოეს დღეებში კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში გაიმართება მსჯელობა, რის შემდეგაც უფრო კონკრეტული განცხადებები გაკეთდება. ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)