|
2019-09-13 14:33:11, 3382 ნახვა
ეკონომიკა
კახეთში ყურძნის დღეღამური გადამუშავების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა
გასული დღეღამის განმავლობაში, კახეთის რეგიონში 40-მდე ღვინის საწარმომ 6 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავა. ეს არის მიმდინარე რთველის სეზონის პიკური დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი, რაც მიანიშნებს რომ რთველი კახეთში აქტიურ ფაზაში შევიდა. რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა ღვინის მწარმოებელი 220 კომპანია, რომლებიც რთველის პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. 13 სექტემბრის 14.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 30 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული: 15,4 ათასი ტონა რქაწითელი, 9 ათასი ტონა საფერავი, 2,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ამ ეტაპზე ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია ყვარლისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში: 8-8 ათას ტონამდე. ყურძნის გადამუშავების პროცესში დღეს 40-მდე ღვინის საწარმო იქნება ჩართული გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია, რომ მევენახეებმა ყურძნის ორგანიზებულად და შეუფერხებლად ჩაბარება შეძლონ. რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)