|
2019-09-12 18:00:21, 2602 ნახვა
სამართალი
„რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას არ ეთანხმება და მთავარ არგუმენტად მოჰყავს ის, რომ ბრალის წარდგენის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა, შესაბამისად, მიმალვის სურვილის შემთხვევაში, ამის საშუალება ჰქონდა. „ბუნებრივია, ბრალს აბსოლუტურად არ ვეთანხმები, თითიდან გამოწოვილია და ამას ყველა ნახავს, როდესაც საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. არ ვეთანხმები არც აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას - უამრავი არგუმენტი მოვიყვანეთ და მთავარი იყო ის, რომ როდესაც ბრალი წამიყენეს, არ ვიყავი საქართველოში, ვმკურნალობდი, შევწყვიტე მკურნალობა და ჩამოვედი. პროკურატურის არგუმენტია, რომ მიმალვის საშიშროებაა. თუ მიმალვის საშიშროება იყო, არ ჩამოვიდოდი, ელემენტარულად“ - აცხადებს კახა დამენია. გარდა ამისა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დამენიას სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე აეკრძალა. „იმის გათვალისწინებით რომ არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის საფრთხე, ბრალდებულის მხრიდან სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 50 000 ლარის ოდენობით და, ამავე დროს, ბრალდებულს აეკრძალა საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე. მიგვაჩნია რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია“, - განაცხადა საქმის პროკურორმა. შეგახსენებთ, რომ კახა დამენიას ბრალი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ქონებრივი უფლების დიდი ოდენობთ მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)