14:22 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-13 12:37:32, 646 ნახვა

ეკონომიკა
ლიბერთი ბანკმა UnionPay International (UPI ) უკონტაქტო ბარათები დანერგა

ლიბერთი ბანკმა UnionPay International (UPI ) უკონტაქტო  QuickPass  ბარათები დანერგა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ლიბერთი ბანკში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სიახლესთან დაკავშირებით ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ და UnionPay International–ის პრეზიდენტმა ში ვანჩაომ ისაუბრეს. 

როგორც პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, უკონტაქტო  QuickPass  ბარათების გამოშვების სამუშაოები მიმდინარეობს და პროდუქტი მომხმარებლისთვის უახლოეს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი. 
როგორც ლიბერთი ბანკში აცხადებენ, აღნიშნული ბანკი ამ პროექტის განხორციელებით იქნება რეგიონში პირველი ბანკი, რომელიც გამოუშვებს უკონტაქტო UPI  QuickPass ბარათებს. უკონტაქტო ბარათების გამოყენებით, მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში POS ტერმინალზე ბარათის დადებით გადაიხადონ თანხა სწრაფად და მარტივად. მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ უკონტაქტო ბარათები მაღაზიებში, რესტორნებში, აფთიაქებში, ინტერნეტ მაღაზიებსა და სხვა სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში. 
ლიბერთი ბანკი არის ერთ–ერთი საფინანსო ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს UnionPay International–ის სრულფასოვან მომსახურებას სთავაზობს. 
2014 წლის აგვისტოდან ლიბერთი ბანკმა უკვე გასცა 197 000–ზე მეტი Classic და 58 000–ზე მეტი  Diamond სახეობის UPI ბარათი.
 ამავდროულად, ლიბერთი ბანკმა წარმატებით დაასრულა ჩიპიანი UPI ბარათების დანერგვის პროექტი. ლიბერთი ბანკის UPI ბარათით გადახდის დროს მომხმარებლებს უგროვდებათ ქულები ლიბერთი კლუბში. დაგროვილი ქულები კი, შეუძლიათ გადაცვალონ ნაღდ ფულში, შეავსონ მობილურის სასაუბრო დრო და გადაიხადონ კომუნალური გადასახდელები. დამატებით, ყველა ბარათის მფლობელს შეუძლია ისარგებლოს 50%–მდე ფასდაკლებით cheap.ge–ს პარტნიორ ობიექტებში. UPI ბარათის მფლობელები დამატებით სარგებლობენ სპეციალური შეთავაზებებით და ფასდაკლებებით მსოფლიო მასშტაბით.
 „მოხარული ვარ, რომ ქართველ მომხმარებელს ვთავაზობთ გადახდის კიდევ ერთ ახალ მოქნილ სისტემას – UPI უკონტაქტო ბარათს. ლიბერთი ბანკი არის უმსხვილესი იმ საფინანსო ინსტიტუტებს შორის საქართველოში, რომელიც ბარათების გამოშვებითა და გადახდების მიღებით, პარტნიორობს UnionPay International – თან. ჩვენ მომავალში ვგეგმავთ განვავითაროთ და შევქმნათ ახალი პროდუქტები, რაც დამატებით კონფორტსა და მოქნილობას უზრუნველყოფს ჩვენი მომხმარებლებისათვის“, – განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ. 

„UnionPay International მუდმივად ფართოვდება და ის უკვე მსოფლიო მასშტაბით არის წარმოდგენილი. მე მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ საქართველოში ჩვენ გვყავს ძლიერი პარტნიორი, რომელიც მომხმარებელს მიაწვდის UnionPay International–ის სრულფასოვან მომსახურებას. მიმდინარე პერიოდისთვის, საქართველოში ლიბერთი ბანკის 250 000–ზე მეტი მომხმარებელი უკვე სარგებლობს UPI ბარათის მომსახურებით როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და ვიმედოვნებთ, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, – აღნიშნა UnionPay International–ის პრეზიდენტმა ში ვანჩაომ. 

ლიბერთი ბანკი 2002 წელს დაარსდა და დღეისთვის წარმოადგენს მე–3 უმსხვილეს ბანკს საქართველოს ბაზარზე. ბანკი საქართველოში ყვეაზე ვრცელი საბანკო ქსელით 630–ზე მეტი მომსახურების წერტილითა და 389 ბანკომატით არის წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც 1.5 მილიონზე მეტი ფიზიკურ და 78 000–ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება. 
UnionPay International არის ჩინეთის UnionPay–ის შვილობილი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია UnionPay–ის გლობალურ ბიზნესის გაფართოებასა და გაძლიერებაზე. როგორც საწევრო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 300–ზე მეტ წევრ ორგანიზაციას, UnionPay International–მა 150–ზე მეტ ქვეყანაში შესაძლებელი გახადა მისი ბარათებით გადახდების წარმოება და 40–ზე მეტ ქვეყანაში ბარათების გამოშვება. UnionPay International უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს, გადახდის მოქნილ და მოსახერხებელ საერთაშორისო სისტემას მრავალ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში მსოფლიო მასშტაბით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics