01:07 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-09 15:50:14, 2424 ნახვა

კომენტარი
ხაზარაძე: რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა გახარიასთან, ის ანაკლიის განვითარების წინააღმდეგი იყო

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ანაკლიის პორტის მშენებლობის წინააღმდეგია. 

ხაზარაძის განცხადებით, როდესაც გიორგი გახარია შს მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მასთან რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მინისტრი სხვადასხვა მიზეზების გამო, პორტის მშენებლობას უწუნებდა. 

ბიზნესმენი აგრეთვე გერმანული გამოცემა "დოიჩე ველეს" სტატიას გამოეხმაურა, სადაც გიორგი გახარია "მოსკოვის კაცად" არის მოხსენიებული და დასძინა, რომ ის ამ მოსაზრებას იზიარებს. 

"მე ანაკლიის პროექტს არ წარმოვადგენ, მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემს პარტნიორებს საკმაოდ დიდი ინვესტიციები გვაქვს ჩადებული. არანაირი კავშრი, როგორც ბიზნესმენს აღარ მაქვს, თუმცა რა თქმა უნდა მაქვს ინტერესი, რომ ეს პროექტი განვითარდეს, რადგან ის უმნნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. მე გიორგი გახარიას პრემიერობის პირობებში ანაკლიის განვითარების ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ. დღეს "დოიჩე ველემ" ძალიან კარგი სტატია დაწერა და მას უწოდა "მოსკოვის კაცი", რასაც სრულიად ვიზიარებ. მთელი ამ პროცესის დროს, რამდენჯერაც მქონდა მე მასთან შეხვედრა, ის ანაკლიის განვითარების წინააღმდეგი იყო სხვადასხვა მიზეზის გამო. ამასთან, საქართველოს ტვირთბრუნვა წლიდან წლამდე 35%-ით იზრდება და ანაკლიიის პორტის მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, როდესაც რუსეთმა გამოაცხადა ნოვორასისკის პორტის და ტამამის პორტის მშენებლობა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მაჩანჩალა ქვეყანა. არ უნდა ასრულებდეს ხელისუფლება იმ სახელმწიფოს  დავალებებს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს", - აღნიშნა ხაზარაძემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics