|
2015-07-12 13:30:45, 482 ნახვა
პოლიტიკა
„რეფორმატორები“: პრორუსული კურსის მხარდამჭერი ყველა პოლიტიკოსი "პოლიტიკური კამიკაძეა"
„მიუხედავად საზოგადოების გარკვეული ნაწილის განწყობისა პრორუსული კურსის მხარდამჭერი ყველა პოლიტიკოსი ,,პოლიტიკური კამიკაძეა'' და ამას ნათელს მოჰფენს მომავალი არჩევნები“, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც „რეფორმატორების“ ლიდერი ირაკლი ღლონტი ამბობს, საქართველოში ასეულობით პარტიაა შექმნილი, თუმცა, მათი დაფინანსების წყარო უცნობია. ღლონტის თქმით, „ჭრელი“ პოლიტიკური სარბიელი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შემოღწევას და „აგენტური ქსელების მშენებლობას“ უწყობს ხელს. „აგენტურ ქსელში“ კი, მოიაზრებიან, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტიები. „აშკარაა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი მძიმედ დაავადებულია. ამაზე მეტყველებს ფაქტი, რომ მცირე ქვეყანაში შექმნილია ასეულობით პარტია და წინასაარჩევნო კამპანიისას პლაკატებსა თუ პოლიტიკურ თოქ-შოუებში ვხედავთ უამრავ ოდიოზურ ფიგურას, რომლებიც მათი მარგინალობის მაღალი ხარისხის მიუხედავად აქტიურ კამპანიას ურცხვად აგრძელებენ. სიღრმისეულ ანალიზს არ საჭიროებს ფაქტი, რომ რაც უფრო ჭრელია პოლიტიკური სარბიელი, მით უფრო მარტივია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისათვის იქ შეღწევა და აგენტურული ქსელების მშენებლობა. ეჭვგარეშეა, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანაში, მაშინ როცა ბიზნეს სექტორი ხელისუფლების შიშის გამო არ დგას ოპოზიციის გვერდით, ბიუჯეტით არ ფინანსდება არაკვალიფიციური ძალები და დისკრიმინაციის მაღალი დონეა ამდენი პოლიტიკური ორგანიზაცია ფუნქციონირებას ახორციელებდეს პატიოსნად ეროვნული ინტერესებისათვის. საინტერესოა ვინ არის პარტიების დაფინანსების წყარო, ეს კითხვა მოსახლეობას სრულიად საფუძვლიანად აწუხებს. თითქოს ამას არეგულირებს ჩვენი კანონმდებლობა და შექმნილია სპეციალური სამსახური, თუმცა პარტიათა ფინანსური კუთხით მონიტორინგი უფრო რთულია ვიდრე ჩვენს პარლამენტარებს წარმოუდგენია. თუ საზოგადოებას და კოლეგებს გვეცოდინება ვინ აფინანსებს ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს მარტივად გავიგებით თუ ვის ემსახურება იგი. სამწუხაროდ ბევრი კოლეგა მყავს ,,პოლიტიკური კიკუ'', ვისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაუფინანსებს ,,აქტივობებს'' , მათთვის ფულს ნამდვილად არ აქვს სუნი, სამაგიეროდ გემო იმდენად მიმზიდველია, მეორეხარისხოვანი ხდება დამფინანსებლის რეალური ინტერესები და ,,ქველმოქმედების მიზნები''... ძალიან ვწუხვარ, რომ აგენტურულ ქსელში გვეგულება, როგორც სახელისუფლებო ისე ოპოზიციური პარტიები და მათი ლიდერები, ამას არ სჭირდება თვალ-ყურის შეიარაღება, ამაზე ნათლად მეტყველებს მათივე განცხადებები და მოქმედებები. ვიმედოვნებ, რომ საზოგადოება გაგებით მოეკიდება არსებულ მდგომარებას და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ინტერესებისა და უსაფრთხოების გათვალისწინების მიზნით მხარს დაუჭერს ძალებს, რომელთა მიმართ არ არსებობს განსაკუთრებული ეჭვი მათ უკან მდგომ ძალებთან მიმართებით და არ არიან მარგინალური ფიგურებით დაკომპლექტებული. სახელისუფლებო ძალად უნდა იქცეს მხოლოდ ის პოლიტიკური ძალა ან ძალები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ შედარებით მწირი ფინანსური რესურსებით, თუმცა მათ პროფესიონალიზმთან, პოლიტიკურ ხედვებთან და წარსულთან არ არსებობს ეჭვის საფუძვლები“, - აცხადებს ირაკლი ღლონტი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)